- პროექტის სახელწოდება: ალავერდი
- პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1–2 წინადადებით: მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს ,, ალავერდის"მდებარეობის,ისტორიის,არქიტექტურის და დღევანდელი მდგომარეობის შესახებ.
- პროექტის აქტუალობა: ზნეობრივი ფასეულობების ჩამოყალიბება და კვლევა –ძიების განვითარება.
- პროექტის მიზანი: აღნიშნული ისტორიული ძეგლის სიღრმისეული შესწავლა (გეოგრაფიული, კულტურული,არქიტექტურულ,ლიტერატურული).
- მონაწილეთა ასაკი: 14–15 წ.
- ვადები: 1–თვე.
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაცშეიძლება შექმნას: ცნების რუკა ,სლაიდები, ინტერნეტში მოძიებული მასალები, პლაკატები, ბლოგის გახსნა და შექმნა.
- პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): პროექტს გახსნას დავიწყებ დღევანდელი ძირითადი პრობლემით ( ალავერდის დატბორვის შესახებ), შემდეგ მოსწავლეები ჩაერთვებიან დისკუსიაში და თვითონ უკვე დამოუკიდებლად გაავრცობენ თემას. სხვადასხვა კლასის ბავშვები გამოიჩენენ ინიციატივას და დისკუსიის სახით იმსჯელებენ. მოსწავლეები დაყოფიან 4–ჯგუფად. პირველი ჯგუფი დააფიქსირებს ალავერდის მდებარეობას, გვიჩვენებს მას საქ.რუკაზე, სლაიდების სახით გვიჩვენებს მის მისასვლელებს. მეორე ჯგუფი წარმოადგენს ინტერნეტში მოძიებულ ისტორიულ მასალას, განიხილავენ მის არქიტექტურას, მესამე ჯგუფი განიხილავს მას ლიტერატურული მხატვრული თვალსაზრისით,გაიხსენებენ გურამ რჩეულიშვილის ფილმს ,, ალავერდი", მეოთხე ჯგუფი ისაუბრებს მის დგევანდელ პრობლემებზე.ეს ბოლო მეოთხე ჯგუფი გვიჩვენებს თავის ბლოგებს ამ თემასთან დაკავშირებით.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:გეოგრაფია–მასწავლებელი: ნ.ვაწაძე, ისტორია–დ.ბრაგვაზე, ქართული ენა და ლიტერატურა–ქ.ჩლაიძე.
- პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი): ანნა ფერიზოვა.
- ხემლძღვანელის ელ–ფოსტა: ferizova@gmail.com
- პროექტის ვებ–გვერდი: ferizova@gmail.com
Wednesday, November 30, 2011
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment